სტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ
„ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.


