ორგანიზაციის მისია

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2017 წელს. ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა; ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა;  საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება საჯარო პოლიტიკის საკითხების შესახებ; სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის სასარგებლო და ინოვაციური იდეების დანერგვა და ხელშეწყობა. 

GMC-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებია სახელმწიფო ბიუჯეტის, საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის, არჩევნებისა და თვითმმართველობის საკითხების მონიტორინგი და ანალიზი. აღნიშნული თემების შესახებ, დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია, პუბლიკაცია, ვიდეო და ფოტო მასალა. ორგანიზაციის მედია პროექტია "ფლანგვის დეტექტორი", რომელიც ავლენს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად განკარგვისა და შესაძლო კორუფციის მაგალითებს. GMC რეგიონული ოფისებით არის წარმოდგენილი ბათუმსა და ჭიათურაში.