შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე წელია გამარტივებული წესით შეისყიდის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიანი სამხედრო მოსამსახურის, მორიგე მოსამსახურეების, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრსა და სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული პირების კვებით მომსახურებას.
აღნიშნული მომსახურების შესყიდვის მიზნით 2021 წლის 08 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას ერთად ერთი კომპანია, შპს ბი ელ გრუპი იღებდა, რომელმაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა. სამინისტრომ კომპანიასთან 1,469,563 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფომა.
თუმცა როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანია მუდმივად არღვევდა ვალდებულებებს. შემოწმების შედეგად ყველა ობიექტზე აღმოჩენილი იქნა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ტექნიკური დავალების გარკვეული პირობების შეუსრულებლობა, რის გამოც
კომპანია არა ერთხელ დაჯარიმდა.
8-ჯერ დაჯარიმების შემდეგ შსს-მ ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა, შეწყვეტის ვადად კი 2022 წლის 19 მაისი განისაზღვრა. დაჯარიმების ისტორია მიუთითებს, რომ განსაზღვრული პირების კვება შესაბამისი ხარისხით არ ხდებოდა, რადგან საკვებ ობიექტებზე სანიტარული წესებისა და ტექნიკური დავალების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.
კომპანიის დაჯარიმების ისტორია:
-
2022 წლის 24 და 31 მარტი - ნოე რამიშვილის ქ.№38-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
-
2022 წლის 21 მარტი - გულუას ქ.№10-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა ტექნიკური დავალების გარკვეული პირობების შეუსრულებლობა
-
2022 წლის 23 თებერვალი - ავჭალის ქ.№17-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა ტექნიკური დავალების გარკვეული პირობების შეუსრულებლობა
-
2022 წლის 25 აპრილი - გულუას ქ.№10-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
-
2022 წლის 5 მაისი - გულუას ქ.№10-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
-
2022 წლის 16 მარტი - ,მ.გახოკიძის ქ.№16-ში და ნოე რამიშვილის ქ.№38-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა ტექნიკური დავალების გარკვეული პირობების შეუსრულებლობა
-
2022 წლის 9 და 15 აპრილი - ნოე რამიშვილის ქ.№38-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
-
2022 წლის 6 აპრილი - მ.გახოკიძის ქ.№16-ში მდებარე კვების ობიექტში დაფიქსირდა სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ტექნიკური დავალების გარკვეული პირობების შეუსრულებლობა
სწორედ აქედან იწყება გამარტივებული შესყიდვების სერია. კვების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2022 წლიდან დღემდე შსს-მ 3-ჯერ გამოაცხადა ტენდერი, თუმცა აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობა არც ერთმა პრეტენდენტმა არ მიიღო.
-
11.07.2022 - NAT220013427
-
04.10.2022 - NAT220020366
-
25.01.2023 - NAT230001544
პირველი ორი ტენდერის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, შსს მიუთითებს, რომ შესაბამისი კომუნიკაცია ჰქონდა პოტენციურ მიმწოდებლებთან, თუმცა მესამე ჯერზე გამოცხადებული ტენდერიც უშედეგოდ დასრულდა.
უშედეგო ტენდერების პარალელურად შსს-მ 7ჯერ მიმართა შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის გამოყენებაზე თანხმობის მიღების მიზნით.
შესყიდვა - მომსახურების მიწოდების ვადები - შესყიდვის სავარაუდო თანხა
-
SMP220001505 - 20.05.2022/31.05.2022 - 49,285ლარი
-
SMP220001506 - 01.06.2022/31.08.2022 - 377,853 ლარი
-
SMP220002557 - 15.09.2022/31.10.2022 - 170,000 ლარი
-
SMP220002986 - 01.11.2022/31.12.2022 - 198,000 ლარი
-
SMP220003640 - 15.12.2022/31.12.2022 - 100,000 ლარი
-
SMP220004203 - 05.01.2023/28.02.2023 - 230,000 ლარი
-
SMP230000713 - 01.03.2023/09.03.2023 - 45,000 ლარი
ჯამში 1,170,150 ლარი
შსს გამარტივებულ ხელშეკრულებებს ძირითადად შპს ტანდემთან აფორმებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე თვეებია მუდმივად უზრუნველყოფს კვების მომსახურებას შსს-სთვის, თუმცა ტენდერის გამოცხადების დროს თავად ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.
ტენდერში წინადადების არწარდგენის მიზეზად ტანდემმა შემდეგი მიზეზი მიუთითა: “აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა არ მივიღეთ იმის გამო, რომ ტენდერი მოიცავს 6 ობიექტს რომელთა ამუშავება ერთდროულად ჩვენი კომპანიისთვის წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა გამომდინარეობს პირველ რიგში კვალიფიციური კადრების მოძიებაში, ფაქტიურად გართულებულია კადრების მოძიება ვინაიდან დიდი ნაწილი გასულია ქვეყნიდან და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს. მეორეც, კვების ობიექტებში კომუნალური დანახარჯები იმდენად დიდია, რომ კიდევ დამატებითი ობიექტების ფუნქციონირება ფინანსურად უკვე წამგებიანია კომპანიისთვის.”
დასკვნა
უკვე მე-2 წელია, შსს ვერ უზრუნველყოფს ტენდერის საშუალებით ხელშეკრულების გაფორმებას კონკრეტულ სტაბილურ კომპანიასთან, ამიტომ ყოველ რამდენიმე თვეში გამარტივებული შესყიდვას უფორმებს. გამარტივებულ შესყიდვაში სამინისტრომ უკვე 1,170,150 ლარი დახარჯა და ჯერ უცნობია, კიდევ რამდენი ხანი მოუწევს გამარტივებული შესყიდვების გაფორმება.
ყოველივე აღნიშნული აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ შსს შეგნებულად აცხადებს ტენდერებს, რომლის პირობების დაკმაყოფილება ბაზარზე არსებული მიმწოდებლებისთვის შეუძლებელია. ტენდერების ჩაშლა კი სამინსიტროს აძლევს შესაძლებლობას, გამარტივებული შესყიდვებით თვითონ შეარჩიოს მომწოდებელი კომპანია, რომლისგანაც მილიონობით ლარის პროდუქციას შეისყიდის. მეორეს მხრივ, შესაძლოა საქმე უბრალოდ ცუდ მენეჯმენტთან გვქონდეს, და სამინისტროს შესაბამისი პირები ვერ ახერხებენ სატენდერო დოკუმენტაციის შედგენასა და მომსახურების კონკურენტული, გამჭვირვალე პროცესით შესყიდვას.
წყარო: