ბლექ სი არენა, რომელიც 2 წელია არ მუშაობს, 2021 წელსაც 3.3 მილიონი ლარით დაფინანსდა

2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი, ბლექ სი არენა ჯორჯია, სახელმწიფოს “საჩუქრად” გადასცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზებაა, ამისთვის კი შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. 

2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები აღარ ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წელია, ბლექ სი არენა წელს ზარალით ასრულებს.

მიუხედავად ამისა კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც შენობის შანახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ბლექ სი არენას სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახ. დაფინანსება დაახ. იმდენია რამდენიც ბლექ სი არენამ მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს. 

კომპანიისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 

2020 წელი - 3,518,000 ლარი

2019 წელი - 9,500,000 ლარი

2018 წელი - 7,755,629 ლარი

2017 წელი - 11,944,998 ლარი

 

როგორც ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტში ვკითხულობთ კომპანია ბლექ სი არენა ჯორჯია “დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინასურ დახმარებაზე”.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექ სი არენა მოაზრებოდა როგორც მომგებიანი საინვესტიციო პროექტი, მოლოდინები არ გამართლდა და წლიდან წლამდე კომპანია ზარალას განიცდის. კომპანიის დაარსების დღიდან 2020 წლამდე პერიოდში აკუმულირებულმა ზარალმა ჯამში 18.4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა (18,415,000 ლ).

უფრო დეტალურად კი:

2020- 4,573,000 ლარი

2019- 2,218,000 ლარი

2018- 4,349,000 ლარი

2017- 7,077,029 ლარი

შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სულ მცირე 3 მილიონზე  ლარზე მეტი იხარჯება ბლექ სი არენას ცარიელი საკონცენტრო დარბაზის მოვლა პატრონობასა და იქ დასაქმებულ დაახლოებით 121 ადამიანის შენახვაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მილიონი ლარის  ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება შეძლო. 

წყარო:

  1. ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი 2021 წელი: https://www.mof.ge/images/File/2022-biujeti/30-11-2021/DanarTebi/19.FRS_III_2021.pdf

  2. “ფლანგვის დეტექტორის” ნიუსი:

https://sadplan.ge/ge/gallery/bidzina-ivanishvilis-nachukari-sakontserto-darbazis-shenakhva-da-dasakmebulta-khelpasebi 

  1. 1 მილიონი ლარი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებაში

https://gmc.org.ge/ka/news/84?fbclid=IwAR3UBN7TyMe1YsR9m9RsmbfP3u4owZqq362eYgs5uEFxcnATw6MMarAgEz8

  1. საბა ბუაძე- ამიკო ჯანელიძე ბლექ სი არენიდან  ხელფასის სახით 6,250 ლარს იღებს:  https://mtavari.tv/news/35006-amiko-janelidze-blek-si-arena-dan-khelpasis