სანქციებზე საპასუხოდ ბელარუსი აშშ-ის ელჩს ქვეყანაში არ შეუშვებს

გუშინ, 11 ივლისს, ბელარუსის მთავრობამ აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხო ზომები გამოაცხადა - ბელარუსი ქვეყანაში აშშ-ის ელჩს არ შეუშვებს. 

გარდა ამისა, ბელარუსის მთავრობამ მოითხოვა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე საელჩოს პერსონალის რაოდენობა 5 თანამშრომლამდე შეემცირებინა. 

"გასულ წლებში ჩვენმა ქვეყნებმა გრძელი და რთული გზა გაიარეს, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით დაგვირგვინდა, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღიად მტრულმა და თავხედურმა ნაბიჯებმა ძირი გამოუთხარა წინა წლებში მიღწეულ პროგრესს",- ვკითხულობთ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ანატოლი გლაზის განცხადებაში. 

ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულ-ბელარუსული ურთიერთობების გაუარესების მიზეზი ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებებია, რომელიც ქვეყანაში ზღუდავს თავისუფლებას და არ ასრულებს საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს. 

9 აგვისტოს, ბელარუსში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წლის თავზე აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთი ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს. 

უფრო მეტი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე წაიკითხეთ აქ.