გუშინ, 11 ივლისს ბელარუსის მთავრობამ აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული საქციების საპასუხო ზომები გამოაცხადა - ბელარუსი ქვეყანაში აშშ-ის ელჩს არ შეუშვებს.
ამავდროულად ბელარუსმა შეაჩერა ქვეყანაში აშშ-ის ახალი ელჩის, ჯული ფიშერის დამკიცების შესახებ. გარდა ამისა ბელარუსის მთავრობას მოთხოვა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე საელჩოს პერსონალის რაოდენობა 5 თანამშრომლამდე შეემცირებინა.
"გასულ წლებში ჩვენმა ქვეყნებმა გრძელი და რთული გზა გაირეს, რომელიც დიპლამატიური ურთიერთობების აღდგენით დაგვირგვინდა, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღიად მტრულმა და თავხედურმა ნაბიჯებმა ძირი გამოუთხრა წინა წლებში მიღწეულ პროგრესს",- ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ანატოლი გლაზის განცხადებაში.
ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულ-ბელარუსული ურთიერთობების გაუარესების მიზეზი ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილებებია, რომელიც ქვეყანაში ზღუდავს თავისუფლებას და არ ასრულებს საერთაშორისო დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს.
9 აგვისტოს ბელარუსში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წლის თავზე აშშ-მა, კანადამ და დიდმა ბრიტანეთი ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესეს.
უფრო მეტი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე წაიკითხეთ აქ.