მაკფოლი: პუტინს ძალიან სიამოვნებს, რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაცია დაივიწყა

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკ მაკფოლი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიის მეცამეტე წლისთავს ტვიტერზე გამოეხმაურა:

"ვლადიმირ პუტინის ძალიან სიამოვნებს, რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაცია დაივიწყა, ის იმავეს იმედოვნებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით"

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.