მაკფოლი: პუტინის ძალიან სიამოვნებს, რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაცია დაივიწყა

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკ მაკფოლი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიის მეცამეტე წლისთავს ტვიტერზე გამოეხმაურა. 

"ვლადიმირ პუტინის ძალიან სიამოვნებს, რომ მსოფლიომ საქართველოს ოკუპაცია დაივიწყა, ის იმავეს იმედოვნებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით",- წერს მაკფოლი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.