ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის მეცამეტე წლისთავს ტვიტერზე გამოეხმაურა.
"13 წლის წინ რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საერთაშორისო თანამეგობრობის არაეფექტური მცდლებობი დაუსწავლელი გაკვეთილის ყველაზე მტკივნეული მაგალითია, რამაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსირებას და მიმდინარე ოკუპაციას დონბასში",- წერს ლინკევიჩუსი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.