ლინკევიჩუსი: რუსეთის აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიის მეცამეტე წლისთავს ტვიტერზე გამოეხმაურა.

"13 წლის წინ რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება და საერთაშორისო თანამეგობრობის არაეფექტური მცდლებობი დაუსწავლელი გაკვეთილის ყველაზე მტკივნეული მაგალითია, რამაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსირებას და მიმდინარე ოკუპაციას დონბასში",- წერს ლინკევიჩუსი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.