ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ

პოლიტიკური გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობა 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. პოლიტიკური გაერთიანება პრორუსულმა ჯგუფმა, ალტ-ინფომ დააფუძნა. კონსერვატიული მოძრაობის თავჯდომარეა ალტ-ინფოს სატელევიზიო გადაცემების ერთ-ერთი წამყვანი ზურაბ მახარაძე, ხოლო გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა. კონსერვატიული მოძრაობა გამოირჩევა პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილებით. 

ფლანგვის დეტექტორმა გაარკვია, რომ კონსერვატიული მოძრაობის ოფიციალური ვებ-გვერდის ჰოსტინგი რუსეთში მდებარეობს. ჰოსტის ლოკაციის მიხედვით პარტიის საიტზე განთავსებული მონაცემები მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ინახება.

საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც რომ 14 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განცხადა რომ კონსერვატიული მოძრაობის დელეგაცია გეგმავს რუსეთში წასვლას და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკების გამართვას. 



წყარო:

 

  1. პარტია კონსერვატიული მოძრაობის ჰოსტინგის დეტალები:

https://dnschecker.org/ip-location

  1. ტაბულა: კონსერვატიული პარტიის დელეგაცია რუსეთში მიდის : https://tabula.ge/ge/news/