2014-2021 წლებში საჯარო უწყებებმა 122 რუსული ავტომობილი შეიძინეს

შპს სტრადამ 2010-2022 წლებში ჯამში 86 ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ 86-დან 51 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან კი 39 შემთხვევაში კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია. შპს სტრადამ ელექტრონული ტენდერებით ჯამში 11,321,733 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხიდან მხოლოდ რუსული წარმოების ავტომანქანების მიწოდებისთვის შპს სტრადამ 11,003,758 ლარი მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ შპს სტრადა არის რუსული კომპანია  ГАЗ ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და 2014 წლიდან ქვეყნის მასშტაბით რუსული წარმოების ავტომობილებს ყიდის. შპს სტრადასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო ორგანოები. 

2014-21 წლებში საჯარო უწყებებმა 120 ცალი რუსული წარმოების ("ГАЗ, ОО „ТД АЗ УРАЛ” და სხვა) , მათ შორის ნაგავშემკრები, თვითმცლელი, ყველგან მავალი, მიკროავტობუსის და ავტობუსის ტიპის ავტომობილები შეიძინა.გამარტივებული შესყიდვები

გარდა რუსული წარმოების ტექნიკის მიყიდვისა საჯარო უწყებებზე, კომპანია სტრადასთან 2012-22 წლებში გაფორმებულია 1,113,265 ლარის გამარტივებული შესყიდვაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისა და ტექნიკური შეკეთების მომსახურებისთვის. ყველა შემთხვევაში შემსყიდველია სხვადასხვა საჯარო უწყება, მაგალითად: საქართვეოს რკინიგზა, თბილსერვილ ჯგუფი, გორის მუნიციპალიტეტი და სხვა. აგრეთვე 2019 წელს 19,000 ლარი გადაუხადა გამარტივებული წესით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტმა შპს სტრადას, რითაც თანადაფინანსების გზით 2 ცალი რუსული “GAZ”-ის წარმოების ნაგვის მანქანა შეიძინა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურმა.

 

ტენდერები

შპს სტრადასთან ელექტრონული ტენდერების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

NAT210024380- მაგალითად, ბოლო ტენდერი, რომელშიც შპს სტრადამ გაიმარჯვა, 2021 წლის დეკემბრით თარიღდება, თუმცა ხელშეკრულება 2022 წლის თებერვალში დაიდო. აღნიშნული ტენდერი სს საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა, შესყიდვის ღირებულებამ 701,695 ლარი შეადგინა. შპს სტრადამ საქართველოს რკინიგზას 12 ცალი მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში, GAZ Group Commercial Vehicles LLC-ის მიერ არის წარმოებული. თორმეტივე ავტომობილი არის ახალი, 2022 წელს გამოშვებული. 

NAT210018639- 2021 წლის ბოლოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ელ.ტენდერი გამოაცხადა და შპს სტრადასგან ერთი ცალი ავტომობილი შეიძინა. მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან ერთი ცალი სატვირთო ავტომობილი შეიძინა, რომლის მწარმოებელი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანია GAZ Group Commercial Vehicles LLC არის. ერთი ავტომობილისთვის მუნიციპალიტეტმა 133,000 ლარი გადაიხადა. 

NAT210014155- 2021 წლის აგვისტოში ხელშეკრულება გაფორმდა შპს სტრადასა და აჭარი ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება- საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის. ხელშეკრულების ღირებულება 300,000 ლარს გადააჭარბა. კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაწოდა ორი ცალი მაღალი გამავლობის სატვირთო თვითმცლელი, ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ასევე რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ОО „ТД АЗ УРАЛ” არის. 

NAT210006375- ფოთის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის აპრილში შპს სტრადასგან ერთი ცალი მანქანა-ცისტერნა შეიძინა, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციაში, GAZ Group Commercial Vehicles LLC-ის მიერ არის წარმოებული. ერთი ცალი ცისტერნის ფასი 114,700 ლარი იყო. 

SPA210000598- 2021 წელს შპს ენგურჰესმაც შეიძინა  შპს სტრადასგან ერთი ცალი ექვსადგილიანი მცირეტვირთის განთავსების შესაძლებლობის მქონე ნახევრად სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. ხელშეკრულების ღირებულებამ 42,000 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება ასევე GAZ Group Commercial Vehicles LLC-ის მიერ არის წარმოებული. 

SPA210000266- ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შპს სტრადასგან ერთი ცალი სატვირთო მანქანა 227,000 ლარად შეიძინა. სატვირთო მანქანა ასევე რუსეთის ფედერაციაში ОО „ТД АЗ УРАЛ-” ის მიერ არის წარმოებული. 

GEO200000298- შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ შპს სტრადასგან 4 ცალი ოდორანტის გადასაზიდი ავტომობილი შეიძინა, შესყიდვის ღირებულება 260,000 ლარს შეადგენდა. ავტომობილები GAZ GROUP-ის წარმოებულია. 

NAT200002215- ახმეტის მუნიციპალიტეტმა შპს სტრადასთან დადებული ხელშეკრულებით ერთი ცალი ქუჩის მოსარწყავი მანქანა 128,550 ლარად იყიდა. მანქანის მწარმოებელი GAZ GROUP COMMERCIAL VEHICLES/GAZON NEXT არის. 

NAT190020824- საქართველოს რკინიგზამ 2019 წელსაც გააფორმა ხელშეკრულება შპს სტრადასთან. რკინიგზამ 46,978 ლარად 1 ცალი რუსეთის ფედერაციაში წარმოებული მაღალი გამავლობის სამგზავრო მიკროავტობუსი შეიძინა. მწარმოებელი ამ შემთხვევაშიც GAZ GROUP იყო. 

SPA190002485- 2019 წელს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შპს სტრადასგან 6 ცალი ,,TD AZ-”ის წარმოებული სატვირთო მანქანა შეისყიდა, რაც სააგენტოს საერთო ჯამში 813,000 ლარი დაუჯდა. 

NAT190007534- გორის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს შპს სტრადასთან დადებული ხელშეკრულებით 2 ცალი ნაგვის მანქანა 268,268 ლარად იყიდა. მანქანების მწარმოებელი GAZ GROUP არის. 

NAT190006586- 2019 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტმა კიდევ 3 ცალი ნაგვის მანქანა იყიდა შპს სტრადასგან, რაც 294,879 ლარი დაჯდა. ნაგვის მანქანების მწარმოებელი იგივე რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიაა. 

NAT190006389- იგივე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება  ნაგვის გასატანი მანქანის შეძენაზეც აქვს გაფორმებული. მუნიციპალიტეტმა შპს სტრადასგან 147,847 ლარად ერთი ცალი ნაგვის გასატანი მანქანა იყიდა. მანქანის მწარმოებელი კომპანია იგივეა, რაც წინა შემთხვევებში. 

SPA190001680- შპს ვარდნილჰესების კასკადმა შპს სტრადასგან ერთი ცალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება 73,877 ლარად იყიდა . მწარმოებელი გაზ გრუპია. 

NAT190004454- შპს კომუნალურ მეურნეობას 2019 წელს 1 ცალი ქუჩის მოსარეცხი მანქანა 126,900 ლარად აქვს ნაყიდი, მანქანის მწარმოებელი გაზ გრუპია. 

NAT180016902- შპს თბილსერვის ჯგუფმა 2018 წელს 348,000 ლარი გადაიხადა ოთხი ცალი ნაგავშემკრები აბტომანქანების შესაძენად, რომლებიც ასევე გაზ გრუპის მიერ არის წარმოებული. 

NAT180015673- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს ერთი ცალი მარილის დამყრელი მანქანის შესაძენად 134,370 ლარი აქვს გადახდილი. მანქანის მწარმოებელი კომპანია რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული GAZON NEX არის. 

SPA180006301- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 2018 წელს შპს სტრადასგან 20 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, მათი საერთო ღირებულება 2,646,997 ლარს შეადგენდა. მწარმოებელი კომპანია სს საავტომობილო ქარხანა ურალია, რომელიც რუსეთის ფედერაციაშია რეგისტრირებული. 

NAT180010875- შპს თბილსერვის ჯგუფს 2018 წელს სამი ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება 244,907 ლარად აქვს შეძენილი. სამივე მანქანა რუსეთის ფედერაციაშია წარმოებული. 

SPA180005505- დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით შპს სტრადასგან 1 ცალი ორხიდიანი მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა შეიძინა, მისი ღირებულება 36,500 ლარია, მწარმოებელი კი ისევ გაზ გრუპი. 

GEO180000311- 2018 წელს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 52,000 ლარად გაზ გრუპის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალება შეიძინა . 

NAT180005837- მესტია დასუფთავებას ხელშეკრულების საფუძველზე ერთი ცალი გაზ გრუპის წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალება აქვს შეძენილი, მისი ღირებულება 135,000 ლარს შეადგენდა. 

NAT180004482- თბილსერვის ჯგუფმა 2018 წელს კიდევ ერთი რუსეთის ფედერაციაში წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, მისი ღირებულება 99,000 ლარს შეადგენდა.

SPA170012886- აგროპროექტების მართვის ცენტრმა შპს სტრადასგან ჯამში 7 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა, შვიდივე მათგანის მწარმოებელი გაზ გრუპია. ცენტრმა მანქანების შესაძენად 220,424 ლარი გადაიხადა. 

NAT170005861- თბილსერვის ჯგუფმა 2017 წელს რუსეთის ფედერაციაში წარმოებულ ორ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში შპს სტრადას 181,600 ლარი გადაუხადა. 

NAT170005246- ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს 1 ცალი საქალაქთაშორისო ავტობუსი იყიდა, მისი ღირებულაბ 119,000 ლარი იყო, მწარმოებელი კი შპს რუსული ავტობუსები. 

NAT170002025- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ერთ ცალ თვითმცლელში შპს სტრადას 74,522 ლარი გადაუხადა. თვითმცლელი მწარმოებელი გაზ გრუპია. 

SPA170002098- თბილსერვის ჯგუფს 2017 წელს კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებულა, კომპანიამ შპს სტრადასგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული 6 ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, საერთო ღირებულებამ 576,300 ლარი შეადგინა. 

SPA160028945- ხულოს მუნიციპალიტეტმა ორი ცალი ამწემექანიზმიანი სატვირთო მანქანა 300,000 ლარად შეისყიდა (, მანქანაები მწარმოებელი ისევ გაზ გრუპია. 

GEO160000724- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ შპს სტრადასგან ერთი ცალი ნახევრად სატვირთო ავტომანქანა შეიძინა და მასში 48,200 ლარი გადაიხადა. მანქანის მწარმოებელი გაზ გრუპია. 

SPA160024357- 2016 წელს ენგურჰესმა 1 ცალი საზოგადოებრივი ავტობუსი 64,500 ლარად იყიდა . ავტობუსის მწარმოებელი რუსული კომპანიაა. 

SPA160019915- შპს ენგურჰესს ამავე წელს კიდევ ერთი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, შპს სტრადასგან დამატებით ორი ცალი რუსული წარმოების ავტობუსი შეისყიდეს. შპს სტრადას 129,000 ლარი გადაუხადეს. 

GEO160000411- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 2016 წელს ორი ცალი ნახევრად სატვირთო მანქანა შეიძინა , მათი ღირებულება 59,890 ლარი იყო. ორივე სატვირთო მანქანა გაზ გრუპის წარმოებულია. 

SPA160014055- თერჯოლის მუნიციპალიტეტმა შპს სტრადას ერთ ცალ ავტოსატრანპოსრტო საშუალებაში 43,000 ლარი გადაუხადა. ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსეთის ფედერაციაშია წარმოებული. 

SPA160010160- თბილსერვის ჯგუფს 2016 წელს კიდევ 5 ცალი რუსეთში წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალება აქვს შეძენილი, მათი ღირებულება 333,000 ლარია. 

SPA160005182- 2016 წელს ქ. ბათუმის N26 საჯარო სკოლამ ერთი ცალი რუსეთში წარმოებული მიკროავტობუსი 150,000 ლარად შეიძინა. 

SPA150031046- შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 79,600 ლარი 10-ზე მეტი ადამიანის გადაყვანისთვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში გადაიხადა . ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსეთის ფედერაციაში, GAZ-ის მიერ არის წარმოებული. 

SPA150030521- თბილსერვის ჯუგფმა 2015 წელს გამოცხადებული ტენდერით შპს სტრადასგან 8 ცალი რუსეთში წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, მათი ღირებულება ჯამში 623,000 ლარს შეადგენდა. 

SPA150028440- 2015 წელს ხელშეკრულება გაფორმდა შპს სტრადასა და სპეციალურ სერვისებს შორის. სპეციალურმა სერვისებმა 59,747 ლარად 1 ცალი მცირელიტრაჟიანი სატვირთო თვითმცლელი ავტომანქანა იყიდა, ატომანქანის მწარმოებელი გაზ გრუპია. 

SPA150009866- გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა 2015 წელს შპს სტრადასგან ერთი ცალი GAZELLE-ს ფირმის ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა. GAZELLE რუსეთის ფედერაციაშია რეგისტრირებული. შესყიდვის ღირებულება 38,200 ლარი იყო. 

SPA150008124- 2015 წელს სპეციალურმა სერვისებმა შპს სტრადასგან კიდევ შეისყიდა 3 ცალი რუსეთში წარმოებული საქონლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მანქანა. მათი ღირებულება 150,000 ლარს შეადგენდა. 

SPA140027889- 2014 წელს საქართველოს რკინიგზამ  54,748 ლარად სტრადასგან შეიძინა პავლოვის ავტობუსის ქარხანაში დამზადებული (რუსეთის ფედერაცია) ПАЗ-32053 მარკის 1 ცალი ავტობუსი

SPA140023027- 2014 წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა 69,104 ლარად შეიძინა სტრადასგან 1 ცალი ,რუსეთში წარმოებული,“გაზ 3309” მარკის ნაგვის გასატანი მანქანა. 

SPA140020019- 2014 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შპს სტრადასგან 200,000 ლარად შეიძინა 3 ცალი ,რუსეთში წარმოებული,“გაზ 3309” მარკის ნაგვის გასატანი მანქანა.

 

წყარო: