ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო

Ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯანაშიას N5-ში მდებარე ცენტრალური სტადიონის ხელახალი მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, დღემდე დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სტადიონი აშენებული ჯერ კიდევ არ არის და უცნობია, დასრულდება თუ არა დათქმულ თარიღამდე.

 

2015 წლის ოქტომბერში, ზუგდიდის მუნციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა UEFA-ს შესაბამისი სტანდარტების ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მომსახურების შესაძენად, რაშიც მონაწილეობა ორმა პრედენდენტმა - “შპს დაგი”-მ და და “შპს ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში”-მ მიიღო. გამარჯვებული “შპს დაგი” გახდა და კომპანიისთვის გადასახდელ თანხად 9,747,000 ლარი განისაზღვრა.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “შპს დაგი”-ს სტადიონის მშენებლობის სამივე ეტაპი 2017 წლის 30 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ჩააბარა და ამის დასადასტურებლად, მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ყოფილი უფროსის მამუკა ლოგუა ამბობდა, რომ კომპანიამ სამუშაოები შედგენილი პროექტის მიხედვით შეასრულა და მათ ის ჩაიბარეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზებით არის აშენებული და ტენდერი ახლიდან უნდა გამოცხადდეს.

 

Მუნიციპალიტეტისთვის ჩაბარებული სტადიონზე, რომელიც დოკუმენტაციის მიხედვით ან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ან სხვა - კვალიფიციურ ექსპერტიზის ბიუროს უნდა შეემოწმებინა, ბეტონის კედელი იყო შემოვლებული და ასევე, კიდევ ერთი კედელი იყო აშენებული ისე, რომ მაყურებლებს სრულად მოედნის დანახვაში ხელს უშლიდა. უცნობია, “შპს დაგი”-მ სტადიონზე ბეტონის კედლები თვითნებურად ააშენა, თუ ასე პროექტში იყო განსაზღვრული - ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მოკვლევა არ ჩაუტარებია და ხარვეზებზე პასუხისმგებელი პირი არ გამოუვლენია.

 

გარდა ბეტონის კედლებისა, სხვა ხარვეზები გამოავლინა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც. ისინი წერდნენ, რომ ძირითად სტადიონზე, სადაც საფარი ბუნებრივია, ბალახი თითქმის გამხმარი იყო, ასევე მათივე ცნობით, ოთახებში წყალი ჩადიოდა, რამაც კედლებისა და სახურავების დაზიანება გამოიწვია

 

ამის შემდეგ, ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე სამუშაოები დაახლოებით 1 წლით შეჩერდა და ახალი ტენდერი მშენებლობის დასასრულებლად და ასევე, სათადარიგო მოედნის ასაშენებლად 2019 წლის სექტემბერში გამოცხადდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.

 

ტენდერში კვლავ ორი პრეტედენტი იყო და გამარჯვებული “შპს მაქრო ქონსთრაქშენ” გახდა, რომლისთვის გადასახდელ თანხად 9,900,000 მილიონი ლარი განისაზღვრა.

 

Სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 1 წელი განისაზღვრა, ანუ 2020 წლის ოქტომბერი. იმავე ვადებს ასახელებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და ამბობდა, რომ ძირითადი და სათარაგო სტადიონის მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა, თუმცა სამუშაოები დასრულებული კვლავ არ არის და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შევა ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი ექსპლუატაციაში, ჯერჯერობით არავინ იცის.

 

Მსგავსად ზუგდიდისა, ცენტრალური სტადიონი 8 წელია შენდება ფოთში, დახარჯულია 8.5 მილიონი ლარი და ინფრასტრუქტურა UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი კვლავ არ არის.

 

Წყაროები:

1. 2015 წლის ტენდერი - SPA150028614

2. 2019 წლის ტენდერი - NAT190016982

3. Მამუკა ლოგუას კომენტარი - https://www.radioatinati.ge/regioni/article/63022-zugdidis-akhali-stadionis-msheneblobis-pirveli-etapi-dasrulda.html

4. TI-ის კვლევა - https://transparency.ge/ge/blog/dapirebuli-da-gachianurebuli-proektebi-zugdidsa-da-senakshi

5. ფოთის სტადიონი - https://www.facebook.com/squanderdetector/posts/3147426552199440