12 აპრილს დასრულდა მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) და ასოციაცია "მხარდამხარის" მიერ ორგანიზებული ეკოლოგიური ბანაკი. ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის წევრებს ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე:
● გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
● მაღაროელთა შრომითი და სოციალური უფლებები;
● სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება;
● კვლევის მეთოდოლოგია და ონლაინ წყაროებთან მუშაობა;
● პროექტების განვითარება და გრანტების მოზიდვა.
ტრენინგები ჩაატარეს მოწვეულმა ექსპერტებმა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან (EMC) და მმართველობის მონიტორინგის ცენტრიდან (GMC).
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.