საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების შეფასების ანგარიში წარადგინეს.
"ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ ახლა ევროკავშირის წევრობისკენ წინსვლისთვის საქართველომ უნდა იმოქმედოს. სამწუხაროდ, გასულ კვირას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაბრუნება დავინახეთ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური ლიდერები განახორციელებენ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის შესაბამისად, რასაც მხარს საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს." - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ღონისძიებაზე.