NCDC-ის დირექტორს 4 მოადგილე ჰყავს, თითოეულ მათგანს გაპიროვნებული მანქანა ემსახურება

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2024 წლის უახლესი ინფორმაციით, ცენტრის ბალანსზე 51 მანქანა ირიცხება, მათგან 4 კი გაპიროვნებულია თანამდებობის პირებზე - თითოეული თითოეულ დირექტორის მოადგილეზე.

ფლანგვის დეტექტორმა დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია, კითხვით 2018 წლიდან 2024 წლის თებერვლის თვის ჩათვლით რამდენი ავტომანქანა ირიცხება ყოველწლიურად სსიპ-ის ბალანსზე და რამდენი ლიტრი საწვავი იხარჯება მათზე.

აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ წლებში, ყველაზე ნაკლები ავტოსატრანსპორტო საშუალება დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბალანსზე 2018 წელს ირიცხებოდა, ხოლო ყველაზე მეტი 2021 წელს. ავტომანქანების ყველაზე დიდი რაოდენობები წლების მიხედვით, იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია იყო და აქედან გამომდინარე, მრავალი შეზღუდვა მოქმედებდა. 

Მონაცემები შემდეგნაირდ გამოიყურება:

წყარო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

აღსანიშნავია გარემოება, რომ ჩამოთვლილ ავტომანქანებში შედის მათ შორის, მსუბუქი, მინი-ვენის, ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალებები და მათგან ნაწილი სხვადასხვა პროგრამისთვის (მაგალითად - ც ჰეპატიტის, აივის/შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის) არის განკუთვნილი, თუმცა ფლანგვის დეტექტორისთვის გამოგზავნილ პასუხში დაკონკრეტებული არ იყო მათი მიზნობრიობა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ არის გამორჩეული სხვა საბიუჯეტო უწყებებისა და ორგანიზაციებისგან და ყოველწლიურად ცენტრის შემთხვევაშიც ვაწყდებით მანქანების გაპიროვნებას თანამდებობების პირებზე, თუმცა უცნობია მიზნობრიობა - რატომ.

განპიროვნებული არის ავტომობილი, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე

2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ყოველწლიურად 5 ავტომანქანა გაპიროვნებული იყო შემდეგ ადამიანებზე:

  1. გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე - Mitsubishi Pajero

  2. დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე - Ford Escape

  3. დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ტურძელაძე - Renault Duster

  4. დირექტორის მოადგილე ტარიელ ჭანტურიძე - Skoda Octavia

  5. დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე - Renault Duster

2022 წლიდან მდგომარეობა იცვლება, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამავე წლის აგვისტოში ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა და მას შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  მართავს. Შესაბამისად, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 4 გაპიროვნებული მანქანა დირექტორის 4 მოადგილეს რჩება, 2023 წლიდან კი პაატა იმნაძე მანქანას იცვლის და მანამდეც ცენტრის ბალანსზე არსებულ Toyota Highlander-ის გამოყენებას იწყებს.

ფლანგვის დეტექტორმა სცადა გაერკვია, რა მიზნობრიობით არის გაპიროვნებული თითოეულ მოადგილზე თითოეული მანქანა, ამისთვის ჩვენ NCDC-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დავრეკეთ, საიდანაც ცხელ ხაზში გადაგვამისამართეს. ცხელ ხაზში დაგვპირდნენ, რომ დღის განმავლობაში პასუხისმგებელი პირი დაგვიკავშირდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ამავე პერიოდში - 2018 წლიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბალანსზე არსებული მანქანებისთვის ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, რასაც 1,731,474 ლარი მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2021 წელს ავტომანქანების ყველაზე დიდი რაოდენობისა, ყველაზე მეტი საწვავი, 141,608 ლიტრი 2020 წელს დაიხარჯა, ყველაზე მეტი თანხა, 361,369 ლარი კი 2022 წელს.

გამოდის, რომ 6 წლის განმავლობაში, NCDC-ში ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაზეც 1,731,474 ლარი დაიხარჯა.

Მონაცემები შემდეგნაირდ გამოიყურება:

წყარო: დაავადებათა კონტროლის ცენტრი

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თანხას აღნიშნული ავტომანქანების მოვლასა და შეკეთებაშიც ხარჯავს, რისთვისაც ყოველწლიურად სახელმწიფო შესყიდვას აცხადებს და წლიურ მომსახურებას ყიდულობს.

ამ დროისთვის, NCDC-ს ავტომანქანების წლიური ტექნიკური მომსახურების შესაძენად ტენდერი აქვს გამოცხადებული, რომლის სავარაუდო ღირებულებადაც 2 მილიონ ლარზე მეტი არის განსაზღვრული, თუმცა საბოლოო, დაკორექტირებული თანხის შესახებ 2024 წლის ბოლოს სატენდერო დოკუმენტაციიდან გავიგებთ.

2018 წლიდან დღენდე, სახელმწიფო შესყიდვების გზით NCDC-მ თითქმის 700,000 ლარის (693,760 ლარი) მომსახურება შეისყიდა, რაც მოიცავდა მანქანების რეცხვის, მოვლა-შეკეთების წლიურ მომსახურებებს. 

18 ტენდერიდან 4 შემთხვევაში უკონკურენტო სახელწიფო შესყიდვა დაფიქსირდა, სადაც კომპანიებმა: შპს ლ.მ.ვ (8,000 ლარი), შპს სტრადა მოტორსი (12,000 ლარი), შპს ვალლკო მოტორსი და მაშინერი სოლუშენი (26,500 ლარი), შპს შპს სუპერმოტორსი მჯ (84,136 ლარი) გაიმარჯვეს.

 

Წყაროები: 

  1. NCDC-ის მიერ ფლანგვის დეტექტორისთვის გამოგზავნილი წერილი

  2. Სახელმწიფო შესყიდვები