7 აპრილს, ჭიათურის ეკოლოგიურ ბანაკში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

7 აპრილს, პროექტ "სამოქალაქო ჩართულობა და დიალოგი ჭიათურის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად" ფარგლებში მოწყობილ ეკოლოგიურ ბანაკში, ჩატარდა ტრენინგი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესახებ.
 
ტრენინგს უძღვებოდა ბიომრავალფეროვნების
სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" გამგეობის წევრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, კახა არცივაძე.
 
პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ანხორციელებს მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) და ასოციაცია "მხარდამხარ".