2021 წლიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობა არღვევს კანონს და არ გასცემს ინფორმაციას

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, “ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.” იგივე შინაარსს იმეორებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კსაჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, “ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამათალწარმოების ინტერესების დასაცავას კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად.” იგივე შინაარსს იმეორებს საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. გარდა ამისა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ამბობს, რომ “საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.” 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლებასა და ხელმისაწვდომობაზე საუბრობს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ფაქტია, რომ წლიდან წლამდე საზოგადოებისთვის უარესდება საჯარო ინფორმაციაზე წვდომა. 

“ფლანგვის დეტექტორის” საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას საჯარო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მასზე დაყრდნობით კვლევების მომზადება წარმოადგენს. შესაბამისად, ორგანიზაცია სხვადასხვა სამინისტროსგან, მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან, ასევე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან აქტიურად ითხოვს საჯარო ინფორმაციას. თუმცა, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო რთული ხდება ჩვენს კითხვებზე პასუხის მიღება, რაც ზღუდავს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. 

იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის საკითხი მნიშვნელოვანია, გთავაზობთ იმ უწყებების ჩამონათვალს, რომელთაც ყველა ხშირად დაარღვიეს კანონი და მიზანმიმართულად არ გასცეს საჯარო ინფორმაცია.

“ფლანგვის დეტექტორი” 2021 წლიდან ცდილობს მიიღოს საჯარო ინფომაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციულ და წამომადგენლობით ხარჯებზე თუმცა აღმასრულებელი ორგანო ყოველ ჯერზე მკვლევრების წერილებს უპასუხოდ ტოვებს.

საქართველოს მთავრობა 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ არ აქვეყნებს მთავრობის განკარგულებებს, რა დროსაც არღვევს არა მხოლოდ ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებას მივიღოთ საჯარო ინფორმაცია, არამედ მთავრობის რეგლამენტს. რეგლამენტის მე-22 მუხლის თანახმად, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს პროაქტიულად მთავრობის ვებგვერდზე. 

კიდევ ერთი ასეთი უწყება კულტურის სამინისტროა. მას შემდეგ, რაც სამინისტროს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. “ფლანგვის დეტექტორმა” კულტურის სამინისტროს 6 წერილით მიმართა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. 

2023 წლის იანვარში ორგანიზაციის მკვლევრებმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, ხოლო თუ ინფორმაციის გაცემისთვის 10-დღიანი ვადა არის საჭირო, ამის შესახებ განმცხადებელს მოთხოვნისთანავე უნდა ეცნობოს. ქონების ეროვნულ სააგენტოს არც ერთ ეტაპზე უცნობებია ჩვენთვის, რა ვადაში შეძლებდა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებას. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი ყველა გონივრული ვადა ამოიწურა, ვცადეთ სატელეფონო კომუნიკაციითა და ოფიციალური მიმოწერით დაგვედგინა, როდის მივიღებდით საჯარო ინფორმაციას, თუმცა არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი. უწყებაში წერილის გაგზავნიდან 3 თვეზე მეტი უკვე გავიდა, შესაბამისად, ორგანიზაციამ საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და სასამართლოსთვის მიმართვა გვირჩია. 

წლიდან წლამდე საქართველოში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უარესდება,  რაზეც მეტყველების ფლანგვის დეტექტორისთვის პასუხგაუცემელი წერილების ოდენობა. ინფორმაციის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან. მათ შორის, საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდასთან. 

წყაროები:

  1. https://bit.ly/3Vnqddm - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  2. https://bit.ly/3nfVT7B - საქართველოს კონსტიტუცია

  3. https://bit.ly/40TT7mr - ფლანგვის დეტექტორის კვლევა

  4. https://bit.ly/3nne2QT - მთავრობის განკარგულებები

  5. https://rb.gy/ystba1 - მთავრობის რეგლამენტი