გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მმართველობის მონიტორინგის ცენტრმა (GMC) და ასოციაცია "მხარდამხარმა", 5 აპრილს, სასტუმრო "საჩხერე გარდენსში" ეკოლოგიური ბანაკი მოაწყო.
ჭიათურის ეკოლოგიური კლუბის წევრებს ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდებათ შემდეგ თემებზე:
1. გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
2. მაღაროელთა შრომითი და სოციალური უფლებები;
3. სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება;
4. კვლევის მეთოდოლოგია და ონლაინ წყაროებთან მუშაობა;
5. პროექტების განვითარება და გრანტების მოზიდვა.
ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული ექსპერტები საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან (GIPA), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან (EMC) და მმართველობის მონიტორინგის ცენტრიდან (GMC).