ფლანგვის დეტექტორმა 2021 წლის განმავლობაში 3-ჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო ინფორმაციის მოთხოვით, თუმცა პასუხი ვერცერთ შემთხვევაში მივიღეთ.
ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ წერილში ჩვენ გვაინტერესებდა ე.წ აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა. უფრო დეტალურად კი რა თანხა დაიხარჯა აბაშიძე- კარასინის დიპლომატიური შეხვედრებისთვის, რა ოდენობის ანაზღაურება მიიღო ზურაბ აბაშიძემ 2019-2021 წლებში; ასევე, რამდენი დაიხარჯა 2019 წლიდან დღემდე აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის მივლინებებსა და სამუშაო ვიზიტების დროს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს ჩვენი წერილი სამივე შემთხვევაში “დაიკარგა”. შეგახსენებთ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის თანახმად სახელმწიფო სტრუქტურა ვალდებულია გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.
2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით აბაშიძე-კარასინის ფორმატისთვის ბიუჯეტიდან 736,637 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი 492,444 ლარი ზურაბ აბაშიძის თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა.
2012 წელს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე ზურაბ აბაშიძე დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლად. აბაშიძე-კარასინის დიალოგი უკვე 10 წელია მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია ქვეყნისთვის.
წყარო:
-
საქართველოს მთავრობა: https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=249&info_id=35246
-
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/16270?publication=39
-
ფლანგვის დეტექტორი: https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2385392685069501
-
ფლანგვის დეტექტორის მიერ გაგზავნილი წერილი: https://www.scribd.com/document/563795958