
ჩინოსანთა კომფორტზე ფოკუსირებულ საბიუჯეტო ხარჯებს შორის საყურადღებოა ავტომობილების შეძენასთან და მათ ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული შესყიდვები. თვალში საცემია კალენდალური წლის ბოლო თვეებში გამოცხადებული ათობით ტენდერი, რომელიც ხშირად ერთი კვირის ან დღის ფარგლებშიც კი ცხადდება. ამის მიზეზი სავარაუდოდ ისაა, რომ წლის ბოლოს ხშირად ვერ ხდება ბიუჯეტის ათვისება. ავტომობილების შესყიდვა ბიუჯეტის შეუსრულებლობის ასარიდებლად, ათობით მილიონი ლარის სწრაფად დახარჯვის ერთ-ერთ გზად შეიძლება გამოდგეს.
ფლანგვის დეტექტორის კვლევების თანახმად, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის რამდენიმე კვირიან მონაკვეთში საჯარო უწყებებმა 48,412,000 ლარის ღირებულების 7 კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა 727 ავტომობილის შესაძენად, საიდანაც 35,848,600 ლარის ღირებულების 632 ავტომობილი მათ უკვე გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედის წლის განმავლობაში შეძენილი ავტომობილები სხვადასხვა ძალოვანი უწყებებისთვის, რომლებიც ოპერატიული დანიშნულების არის. თუმცა ასეთ ავტომობილთა რიცხვი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულს, დაახლოებით 250-300 ავტომობილს აღწევს.
2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის ტენდერები:
-
CON210000391 - 1`707`580/ 1,671,000 ლარი- III კლასის მსუბუქი (მაღალი გამავლობის) 30
-
CON210000479 - 26`996`425/18,357,300 ლარი - (პიკაპი) ტიპის 260
-
CON210000647 - 3'408'930/ 2,990,000 ლარი - II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი 46
-
CON210000651 - 3'393'872/ 3,673,500 ლარი - II კლასის მსუბუქი 79
-
CON210000655 - 4'902'895/ 4,272,000 ლარი - III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი 80
-
CON210000660 - 4'335'518/ 3,894,800 ლარი - III კლასის მსუბუქი 107
-
CON210000665 -997'662/ 990,000 ლარი - IV კლასის 30
რაც შეეხება 2022 წელს, მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში, საჯარო უწყებებმა გამოაცხადა 10 კონსოლიდირებული ტენდერი, რითაც მათ 59,844,500 მილიონი ლარის ღირებულების 1,088 ავტომობილის შეძენა განიზრახეს, აქედან მათ უკვე შეიძინეს 39,694,624 ლარის 724 ავტომობილი. ამ სიაში კვლავ არ შედის ოპერატიული-სამძებრო დანიშნულების ასობით ავტომობილები.
ავტომობილების ძირითადი შემსყიდველები არიან მუნიციპალიტეტის მერიები, სადაც თბილისის მერია უპირობოდ ლიდერობს, აგრეთვე რეგიონის გუბერნატორები, სახელმწიფო კომპანიები და სხვათაშორის ისეთი ორგანოებიც კი, რომლებიც სახელმწიფოს უკვე წლებია აზარალებენ თავისი საქმიანობით, მაგალითად:
-
2022 წელს სახელმწიფომ ბლექ სი არენას 2 ავტომობილი შეუძინა, მაშინ როდესაც ის ბიუჯეტს ყოველწლიურად საშუალოდ 4 მლნ ლარის აზარალებს. 2022 წელს 35 პიკაპი შეიძინეს აგრეთვე საქართველოს რკინიგზისთვის, რომელიც წამგებიანი სახელმწიფო კომპანიაა.
-
გამორჩეულად დიდი რაოდენობის ავტომობილები შეიძინეს აგრეთვე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის 2022 წელს, კერძოდ 66 ერთული პიკაპის ტიპის ავტომანქანა..
2022 წლის დეკემბერის ტენდერები:
-
CON220000630 - 7'777'395/ 7,128,000 ლარი - III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი 132
-
CON220000408 - 2'071'575/ 1,255,500 ლარი - II კლასის მსუბუქი 30
-
CON220000413 - 2'623'661/ 2,098,440 ლარი - III კლასის მსუბუქი 60
-
CON220000418 - 15'882'876 ლარი - (პიკაპი) ტიპის 258
-
CON220000425 - 2'285'609 ლარი/ 2,231,376 ლარი - III კლასის მსუბუქი 58
-
CON220000466 - 2'156'767/ 2,098,476 ლარი - III კლასის მსუბუქი 36
-
CON220000629 - 5'807'520/ 5,755,200 ლარი - II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი 88
-
CON220000631 - 637'678 ლარი - IV კლასის 19
-
CON220000632 - 1'866'926 ლარი - II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი 27
-
CON220000633 -740'152 ლარი - IV კლასის 14
საბოლოო ჯამში, 2021-2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში სახელმწიფო უწყებებმა გააფორმეს 108,256,500 ლარის ტენდერები 1,815 ავტომობილის შესაძენად. აქედან ბიუჯეტიდან უკვე გადახდილია 75,543,224 ლარი, რითაც 1,356 ავტომობილის მიწოდება უკვე მოხდა საჯარო უწყებებისთვის.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულებათა ნაწილს მოქმედების ვადა ჯერ არ ამოწურვიათ, შესაბამისად დარჩენილი ავტომობილების მიწოდება და შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების დახარჯვაც ეტაპობრივად მოხდება. გარდა ავტომობილების შეძენისა, აღნიშნული ხელშეკრულებები აგრეთვე ითვალისწინებენ უკვე არსებული ავტოპარკის მოვლა-შენახვისა და შეკეთების ხარჯებსაც, რისთვისაც 2021 წელს გაფორმებული 10 ხელშეკრულების თანახმად უკვე დაიხარჯა 10,173,900 ლარი. იგივე მაჩვენებელი 2021 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე - 2,155,535 ლარია. შესაბამისად, ორი წლის ჯამმა შეადგინა - 12,329,434 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ავტომობილების მიწოდებას საჯარო უწყებებისთვის ძირითადად ხუთი კომპანია ახორციელებს, ესენია: შპს კია საქართველო, სს ფრანს აუტო, შპს კავკასუს მოტორსი, ჰიუნდაი ავტო საქართველო და შპს სტრადა მოტორსი. აქედან სამი (გარდა სტრადა მოტორსისა და ჰიუნდაისა) დაკავშირებულია სპორტის ყოფილ მინისტრთან - ტარიელ ხეჩიკაშვილთან, ხოლო შპს სტრადა მოტორსი ის კომპანიაა, რომელთანაც საჯარო უწყებებმა 2014-2021 წლებში 11,003,758 ლარის ღირებულების 122 ერთეული რუსული ГАЗ და ТД АЗ УРАЛ წარმოების დასუფთავების, თვითმცლელის და ავტობუსის ტიპის ავტომობილები შეიძინეს. ამ კომპანიებს წლების მანძილზე ათეულობით მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული, რაზეც ფლანგვის დეტექტორი წარსულშიც წერდა.
წყარო: