პაატა გულიაშვილმა გამარტივებული შესყიდვებით აგვისტოში ₾17 ათასი მიიღო

მხოლოდ 2023 წლის აგვისტოს თვეში პაატა გულიაშვილმა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში გამართული კონცერტებით 16,754 ლარი მიიღო. 

3 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვით, ანუ ტენდერის გვერდის ავლით, “პაატა გულიაშვილის შემოქმედებითი საღამოს” გასამართად მას 4,000 ლარი გადაუხადა. “Პაატა გულიაშვილის სიმღერისა და იუმორის საღამო” სოფელ მოხეში, 20:00 საათზე გაიმართა და დასწრება თავისუფალი იყო.

შემდეგი კონცერტი პაატა გულიაშვილმა 5 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამართა. Მუნიციპალიტეტმა გულიაშვილს გამარტივებული შესყიდვით 5,100 ლარი გადაუხადა. Როგორც შესყიდვის დასაბუთებებიდან ირკვევა, გულიაშვილმა მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში - “ტურისტული დღეები ბორჯომში”. კითხვაზე, რა მეთოდით დადგინდა, რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იმავე მომსახურების გაწევა, რაც პაატა გულიაშვილის, ბორჯომის მუნიციპალიტეტი პასუხობს - “კვლევის შედეგად”, თუმცა თან არ ურთავს კვლევას. 

კიდევ ერთი კონცერტი პაატა გულიაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართა, რომელიც, გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტაციის თანახმად, 22 აგვისტოს გაიმართა და მუნიციპალიტეტს 7,654 ლარი დაუჯდა. ბორჯომის და ადიგენის მსგავსად, ახალციხეში “პაატა გულიაშვილის სიმღერისა და იუმორის საღამო” გაიმართა.

Პაატა გულიაშვილი ამჟამად თელავის თეატრის დირექტორია. ის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ 2021 წელს დაინიშნა, რადგან არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო. ეს თეატრის დირექტორის პოსტზე გულიაშვილისთვის მესამე ვადაა - თავდაპირველად 2012 წელს, შემდეგ 2017 წელს.

გარდა ამისა, პაატა გულიაშვილი აქტიურად იყო ჩართული ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სამთავრობო პროპაგანდასა და აქტივობებში. 2022 წლის 28 თებერვალს ის ერთ-ერთი გამომსვლელი იყო ბერძენიშვილის საწინააღმდეგოდ თელავში გამართულ აქციაზე, სადაც იმუქრებოდა და ამბობდა, რომ “ენა უნდა და­ი­მოკ­ლოს (ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა) სა­ნამ მე­ფეს ახ­სე­ნებს, ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ, სა­ნამ თე­ლა­ვე­ლე­ბი კარ­გად ვლა­პა­რა­კობთ. არ გა­ბე­დონ და ამ ვი­გინ­და­რებ­მა ასე­თი სი­ტყვე­ბი არ წარ­მოს­თქვან”. აქციაში მონაწილეობის შემდეგ გულიაშვილმა ტელეკომპანია ფორმულაც დატოვა.

Პაატა გულიაშვილს 2019 წლიდან დღემდე გამარტივებული შესყიდვების საშუალებით 77,309  ლარი აქვს მიღებული. Როგორც წესი, მის მომსახურებას  მუნიციპალიტეტები გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად ყიდულობენ.

Წყარო:

  1. SMP230002067

  2. SMP230001908

  3. SMP230001896