კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, პირველ ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა

კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის, პირველ ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. კოალიციაში სხვადასხვა პროფილის საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან გაერთიანებული.

პანელურ დისკუსიებზე ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, დეზინფორმაციის როლს, კრემლის გავლენის გაანალიზებასა და საქართველოს წინაშე არსებულ სხვადასხვა გამოწვევას.
 
ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთი სპიკერი მმართველობის მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა აბაშიძე იყო, რომელმაც ყურადღება კორუფციასა და პრო-რუსული ჯგუფების ფინანსურ ნაკადებზე გაამახვილა.