ფოთის საკრებულოს თავჯდომარის, ალექსანდრე ტყებუჩავას სიმამრი ზურაბ მესხი უკვე წლებია, სახელმწიფო შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. ის მეტწილად შენობების რეაბილიტაციისა და ჯიხურების სამონტაჟო სამუშოებს ასრულებს.
2011-2022 წლებში სიმამრმა ჯამში 106 ტენდერში გაიმარჯვა, რისთვისაც ბიუჯეტიდან ჯამში 6,658,200 ლარი მიიღო. აქედან 2011-12 წლებში მხოლოდ ორ ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 26,900 ლარი ჩაერიცხა. ტენდერების 99.9% მას 2013 წლის შემდგომ აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ტენდერების თითქმის ნახევარში მან უკონკურენტოდ, ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა.
ამავე დროს მესხმა 2021 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე 29 გამარტივებული შესყიდვა მიიღო ფოთში არსებული სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებისგან, რისთვისაც ბიუჯეტიდან 64,300 ლარი ჩაერიცხა.
აღსანიშნავია ი/მ ზურაბ მესხის მიერ ფოთის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების რაოდენობა 2018-2022 წლებში, როდესაც მისი სიძე ჯერ პარტია ქართული ოცნების მაღალჩინოსანი (ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი), ხოლო შემდეგ, 2021 წლის ივნისიდან, მერის პირველი მოადგილე, 2021 წლის ბოლოდან კი ფოთის საკრებულოს თავჯდომარე გახდა.
ამ წლებში ზურაბ მესხმა მხოლოდ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ტენდერებისა და გამარტივებუი შესყიდვების სახით 1,568,821 ლარი მიიღო. მათ შორის 2021 წლიდან, როდესაც ტყებუჩავა უკვე ფოთის საკრებულოს თავჯდომარე გახდა, ზურაბ მესხმა 12 ტენდერიდან 10-ში უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
დასკვნა
ფოთის საკრებულოს მოქმედი თავჯდომარისა და ქართული ოცნების გავლენიანი წევრის ოჯახის წევრმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან, ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით, ჯამში 6,695,700 ლარი მიიღო. 135 ხელშეკრულებიდან, რომელიც მასთან დაიდო, 79 უკონკურენტო გარემოში მიღებული იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფოთში არსებული საჯარო დაწესებულებებიდან, მათ შორის ფოთის მერიისგან, 2018-22 წლებში მან ჯამში 1,568,800 ლარი მიიღო. სწორედ 2018 წლიდან გახდა ალექსანდრე ტყებუჩავა ჯერ ფოთის ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი, ხოლო 2021 წლიდან ფოთის მერის მოადგილე და შემდეგ უკვე ფოთის საკრებულოს თავჯდომარე.
წყარო:
-
https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/141390 - ტყებუჩავას დეკლარაცია
-
ზურაბ მესხი (42001000990)
-
https://tenders.procurement.gov.ge/# - ტენდერების საიტი
-
https://www.facebook.com/photo.php?fbid=462268299417406&set=pb.100069027195904.-2207520000.&type=3 - ტყებუჩვა