2020-21 წლებში სამმა მუნიციპალიტეტმა საწვავზე ₾298 ათასი საეჭვო მიზნით დახარჯა

საქართველოს მუნიციპალიტეტები წლებია ათასობით ლარს ხარჯავენ ავტომობილების მოვლა-შენახვასა და საწვავზე. “ფლანგვის დეტექტორი” საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხშირად სწავლობს მსგავი ხარჯების მიზნობრიობას, ასევე წლიდან წლამდე შეძენილი საწვავის რაოდენობასა და ფასს. “ფლანგვის დეტექტორის” კვლევა შეგიძლიათ, იხილოთ აქ

ამჯერად, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების შესახებ გთავაზობთ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტების მიერ საწვავის არამიზნობრივ მოხმარებაზე და დიდი ოდენობით დახარჯულ თანხაზე ხშირად მიუთითებს და რეკომენდაციებს გასცემს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. ძირითად გამოწვევად კი ის რჩება, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯებს გააკონტროლებს. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კვლევა აჭარის სამი მუნიციპალიტეტის შესახებ ჩაატარა და გამოიკვლია, რა უჯდებოდათ მუნიციპალიტეტებს 2020-2021 წლებში საწვავის შეძენა. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2020-2021 წლებში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა საწვავის შესაძენად საერთო ჯამში 826,944 ლარი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილის სამსახურეობრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება, უფრო კონკრეტულად კი, აუდიტის დასკვნის თანახმად, ამ სამ მუნიციპალიტეტში 297,725 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურეობრივი დანიშნულებით ხარჯვა საერთოდ არ დასტურდება, შესაბამისად, ბუნდოვანია, რატომ დაიხარჯა საწვავზე იმაზე მეტი თანხა, ვიდრე რეალურად საჭირო იყო. უფრო დეტალური ინფორმაცია, შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ. 

ხულო

2020-2021 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის 833,654 ლარი დაიხარჯა. 

მუნიციპალიტეტის მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავზე 234,515 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 138,994 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 21 ერთეულ ავტოტრანსპორტზე − 95,523 ლარის საწვავი. 

აღნიშნული თანხებიდან, აუდიტის დასკვნის თანახმად 95,523 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. 

შუახევი

2020-2021 წლებში შუახევის მუნიციპალიტეტმა ჯამში საწვავის შესასყიდად 409,413 ლარი დახარჯა. მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 27 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 314,028 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ავტოტრანსპორტზე გახარჯულია 95,385 ლარის საწვავი.

ამ შემთხევვაშიც აუდიტის სამსახურმა მიუთითა, რომ 95,385 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დადასტურდა. 

საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში გაცემულია 42,700 ლიტრი, 95,385 ლარის ღირებულების საწვავი, რომლის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები ზოგადი ხასიათისაა და არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულ პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულებით გადაადგილება, შესრულებული სამუშაო, გავლილი მანძილი და გაწეული მომსახურება. 

ქედის მუნიციპალიტეტი:

2020-2021 წლების განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტმა საწვავის შესასყიდად ჯამში  219,016 ლარის ღირებულების 100,903 ლიტრი საწვავი დახარჯა. მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 106,175 ლარის საწვავი. მუნიციპალიტეტის ბალანსზე 11 ავტომობილი ირიცხებოდა, ხოლო 2020 წელს გაცემულია − 20, ხოლო 2021 წელს − 34 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე. 

ქედის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც დაფიქსირდა რიგი დარღვევები, კერძოდ 106,817ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება.

აუდიტის შედეგად, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირებისსარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოვლინდა მივლინების გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს გარეთსაწვავის ჩასხმის, ასევე