2021 წლიდან - დღემდე, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთავრობის ადმინისტრაციამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტმა, საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადეს.
ამ დროის განმავლობაში, ორივე უწყებას, ჯამში 8 წერილი გავუგზავნეთ, თუმცა ყველა შემთხვევა ერთნაირად დასრულდა, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
უფრო მძიმე მდგომარეობაა კულტურის სამინისტროში, სადაც ახალი მინისტრის დანიშნვის შემდეგ, საჯარო ინფორმაციის მიღება, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
Ჩვენმა მკველვარებმა, გასული წლის განმავლობაში, თეა წულუკიანის სამინისტროს 6 წერილით მიმართეს, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია, ამ დრომდე არ მიგვიღია.
Შეგახსნებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო უწყებები ვალდებულნი არიან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა, არაუგვიანეს, 10 დღის ვადაში უზრუნველყონ.
Ჩვენი მონაცემების საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს სამი უწყება, 2022 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად იყო ჩაკეტილი და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, პრაქტიკულად შეუძლებელ მისიას წარმოადგენდა.