GDS-ის და PosTV-ის ყოფილმა თანამშრომლებმა თბილისის ბიუჯეტიდან ლ 134,000 მიიღეს აქედან 48,600 ლარი – პანდემიის პერიოდში

ავტორი: დავით მჟავანაძე

ა(ა)იპ საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაცია ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ 2017 წლის 24 მაისს დაარეგისტრირეს. ამ ორგანიზაციის მიზანია საქართველოს ფარგლებში კიბერსპორტული ტურნირების ჩატარება, შესაბამისი თასების გათამაშება და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობა. 2017 წელს მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თემო მჟავია ამბობდა, რომ ფეხბურთი ქართველებს სისხლში გვაქვს და ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ფედერაციის შექმნა.

2017 წელსვე მათ ჩაატარეს FIFA 17-ის კიბერტურნირი საქართველოში, რომელშიც 256 გეიმერი იღებდა მონაწილეობას და რომლის ფინალიც ტვ-იმედის ეთერში გადაიცემოდა.

ორგანიზაცია ძირითადად ერთი ფეისბუქ გვერდით აქტიურობდა, რომელსაც იგივე დასახელება ჰქონდა, რაც ორგანიზაციას, თუმცა 2017 წლის შემდეგ მათ ახალი ფეისბუქგვერდი შექმნეს, რომელსაც “საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია” ჰქვია.

მათ ფეისბუქგვერდებზე გადაიცემა სხვადასხვა გეიმერების ლაივსტრიმები, იმართება ტურნირები, აქვთ პოდკასტები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მათ ტურნირებში ხშირად მონაწილეობენ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ან ორგანიზაციის შემქმნელების მსგავსად პოსტვ-ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები.

ამ ყველაფრისთვის ეს ორგანიზაცია საკმაოდ დიდ თანხებს თბილისის მერიისგან იღებს. 2017-2022 წლებში თბილისის მერიამ კიბერსპორტის ფედერაცია ჯამში 134,155 ლარით დააფინანსა, აქედან პანდემიის დროს, კრიზისულ 2020-2021 წლებში მერიამ ამ ორგანიზაციას 48,600 ლარი გამოუყო. 

 

  • 2017 წელს - 28,055 ლარი

  • 2019 წელს - 19,250 ლარი

  • 2020 წელს - 28,998 ლარი

  • 2021 წელს - 39,400 ლარი

  • 2022 წელი - 18,450 ლარი

რაც შეეხება ორგანიზაციის დამაარსებლებს: ლევან (ფაქო) გოგორელიანი და თემო მჟავია წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბერა ივანიშვილის კუთვნილ ტელეარხზე, GDS-ზე. შემდგომ მათ მიჰყავდათ ერთ-ერთი გასართობი გადაცემა პროსახელისუფლებო პროპაგანდისთვის შექმნილ არხზე, POStv-ზე. 2018 წელს ისინი სამთავრობო კამპანია #არამიშას ვიდეომიმართვებში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის საქმიანობას ძირითადად POStv და “იმედი” აშუქებს. განსაკუთრებით აქტიურია POStv-ის მედია მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ორგანიზაციისა და მისი შემქმნელების მჭიდრო კავშირს სახელისუფლებო, პროპაგანდისტულ მედიასთან.

წყარო:

 

  1. #არამიშას კამპანია - https://www.facebook.com/watch/?v=187617638820601  , https://www.myvideo.ge/v/3702485 

  2. ა(ა)იპ - ს/კ  405209073  

  3. ოფიციალური ფეისბუქ ფეიჯი 

  4. https://ipress.ge/new/saqarthvelos-kibersporti/ - ქართველებს ფეხბურთი სისხლში გვაქვს - ინტერვიუ

  5. https://www.scribd.com/document/509090603/2017
    https://www.scribd.com/document/509090605/2019
    https://www.scribd.com/document/509090604/08080101-2020
    https://www.scribd.com/document/509090606/08080101-2021

https://www.scribd.com/document/602936290/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98
თბილისის მერიიდან დაფინანსება 2017-22 წლებში