ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სკვერის მშენებლობაში ბიუჯეტიდან 1,164,077 ლარი დაიხარჯა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე “მაკდონალდსის” მიმდებარედ სკვერის მშენებლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის (ბათუმი) ბიუჯეტიდან 1,164,077 ლარი დაიხარჯა.სკვერის მშენებლობაზე ტენდერი (NAT220000297) მიმდინარე წლის 10 იანვარს ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ორგანიზაციამ - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა და თავდაპირველ თანხად 2,497,388 ლარი დაასახელა.სატენდერო წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დასრულდა და გამარჯვებული კომპანია “მონოლითი-2005” გახდა, რომელსაც სკვერის ჩაბარება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში დაევალა.სატენდერო დოკუმენტებში გამოქვეყნებული რენდერების მიხედვით, სკვერში განისაზღვრა ატრაქციონებისა და შადრევნის მშენებლობა.
 
სატენდერო დოკუმენტებში ნანახი რენდერებისა და Infobatumi.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, რომელზეც ასახულია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე უკვე დასრულებული სკვერი, ჩანს, რომ უდიდესი ნაწილი ბეტონის არის, მწვანე საფარი კი სკვერის ძალიან მცირე ნაწილს იკავებს. ასევე, გამოქვეყნებული სურათის მიხედვით, სკვერში დარგულია მხოლოდ სამი პალმა.2022 წლის, 31 მარტს ბათუმის მერიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რითიც საზოგადოებას შეატყობინა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში თვითმმართველ ქალაქში დაგეგმილია 10 სკვერის მშენებლობა - მათ შორის არის ზემოთ ხსენებული სკვერიც.ვიდეოში ნანახი რენდერების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის მერიისთვის სკვერებში მწვანე საფარი პრიორიტეტული არ არის.