მმართველობის მონიტორინგის ცენტრი ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროსთან მისასვლელი გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზს “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმოადგენს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მისული, ხოლო ადგილობრივები მუდმივ შიშსა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობენ.სახლების გაბზარვა და ჩამონგრევა ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც შუქრუთელები აპროტესტებენ. ეზოების ქვემოთ მაღაროს გავლამ, ნაპრალების გაჩენა გამოწვია, რამაც მოსახლეობის საკუთრებაში არსებული მიწები, სამეურნეო თვალსაზრისით უსარგებლო გახადა.
21 თებერვალს “მმართველობის მონიტორინგის ცენტრის” ჭიათურის ბიუროს წარმომადგენელბი აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მათთან პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ადგილობრივების განცხადებით, ისინი სამუშაოების შეჩერებას ან სათანადო კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ, რაზეც “ჯორჯიან მანგანზი” ამ დრომდე უარს ამბობს. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად დააკვირდება პროცესს და ყველა საჭირო გზას მიმართავს, რაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მდგომარეობას ხელს შეუწყობს .