ბათუმში, ორგანიაცია "სირცხვილიას" ორგანიზებით ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე უძღვებოდა.
დავით მჟავანაძემ სამოქალაქო აქტივისტებს გაუზიარა "ფლანგვის დეტექტორის" გამოცდილება, საჯარო წყაროებზე მუშაობისა და ამ გზით კორუფციის ფაქტების აღმოჩენის შესახებ.
შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა და მონაწილეების მხრიდან დიდი იყო "ფლანგვის დეტექტორის" საქმიანობის შესახებ დაინტერესება.

