კორუფციასთან ბრძოლა: რა ევალება საქართველოს ასოცირების დღისწესრიგით

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის (2021-2027) თანახმად, საქართველოს ანტი-კორუფციული და საჯარო შესყიდვების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი დირექტივის შესრულება დაევალება.

დოკუმენტში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პირდაპირი შესყიდვების წილის შემცირება, კანონმდებლობის დახვეწა, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგიის შექმნა და ა.შ.

დოკუმენტია მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია და მიუხედავად იმისა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიღებულა.

საჯარო (პირდაპირი) შესყიდვები

 

 მოკლევადიანი პრიორიტეტები:

 

●    პირდაპირი შესყიდვების პროპორციების შემცირება (ტენდერის გამოცხადების გარეშე) უფრო მკაცრი მეორადი კანონმდებლობისა და წესების მკაცრი გამოყენებით, განსაკუთრებით გადაუდებელი აუცილებლობისა და შეზღუდული ვადების არსებობის შემთხვევაში;

 

●   ახალი (შესწორებული) კანონმდებლობის შესაბამისად, შეიქმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო შესყიდვების განმხილველი ორგანო;

 

●   ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც გავლენას მოახდენს შესყიდვების პოლიტიკასა და მის განხორციელებაზე, როგორც საკანონმდებლო დონეზე დაახლოებისთვის, ისე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის;

 

●   ასოცირების საბჭო მიიღებს შესაბამის ერთობლივ გადაწყვეტილებას ბაზარზე დაშვების შესახებ, რომელიც შეესაბამება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობას.

 

საშუალოვადიანი პრიორიტეტები:

 

●    მხარეები შემდგომში განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საკითხს;

 

●    საქართველო ევროკავშირის დახმარებით გააგრძელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ახალი კანონმდებლობის შემუშავებას და მიღებას, ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაახლოების პროცესისა და ვადების შესაბამისად.

 

ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მოკლევადიანი პრიორიტეტები:

 

●    შეიქმნას კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და უზრუნველყოფილი იქნეს მისი ეფექტური აღსრულება. შეიქმნას სამოქმედო გეგმა 2020 და შემდგომ წლებზე, რათა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი იყოს კორუფციის ყველა ფორმა;

 

●   გაძლიერედეს ინსტიტუტები და მათი საზედამხედველო ფუნქციები: საჯარო სამსახურის ბიურო ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით; სახელმწიფო აუდიტის სამსახური საჯარო ხარჯებთან და შემოსავლებთან დაკავშირებით; კონკურენციის სააგენტო; პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სექტორული კომიტეტების გაძლიერების გზით; მთავრობის ანტი-კორუფციული საბჭო; სამოქალაქო მრჩეველტა საბჭოები ადგილობრივ დონეზე;

 

●    დამატებითი ზომები მიიღონ კორუფციის წინააღმდეგ, როგორც პრევენციული, აგრეთვე რეპრესიული საშუალებებით. მაგალითად, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს საშუალებები, რაც  კორუფციული საქმეების გამოძიებას უკავშირდება.

 

●   ეფექტური მექანიზმების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას აცილებული კოვიდ-19-ის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკი და სისუსტეები  კორუფციასთან ბრძოლაში მაღალი რისკის სფეროებში, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები და ჯანმრთელობა;

 

დამატებითი ზომები იქნას მიღებული კორუფციის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ძირითადი რისკის სფეროებში, როგორიცაა:

 

●     სახელმწიფო შესყიდვების ღია და კონკურენტუნარიანი პროცესების უზრუნველყოფა პირდაპირი შესყიდვების შემცირებით და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების განმხილველი ორგანოს ჩამოყალიბებით;

●   უსაფრთხოების სექტორში ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების გაზრდა და დემოკრატიული ზედამხედველობის გაძლიერება, მათ შორის გამონაკლისების შეზღუდვით (მათ შორის ფინანსური ანგარიშგების შესახებ) და შესაბამისი კანონმდებლობის შესწორებით;

●    გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) თაღლითობა, როგორც ეკონომიკის დანაშაული, კორუფციისა და ფულის გათეთრებისთან ბრძოლა, ასევე სახელმწიფო ფინანსების დაცვა;

●    ეფექტური თანამშრომლობის და დახმარების უზრუნველყოფა ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და ორგანოებთან, მათ შორის ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF)  თაღლითობისა და უკანონო ქმედების გამოძიებისთვის რომლებიც გავლენას ახდენენ კავშირის ფინანსურ ინტერესებზე და ევროპის საჯარო პროკურატურის ოფისთან (EPPO) გამოძიებისა და დევნისთვის დანაშაულებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს კავშირის ფინანსურ ინტერესებზე, მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

●    გაგრძელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის კანონმდებლობის დებულებების შესრულება, რაც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმების შესაბამის დანართებში;

●   მოქალაქეების უფლებების და შესაძლებობების ხელშეწყობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზემმართველობაში მონაწილეობაზე როგორც ნაციონალურ ისე სუბნაციონალურ დონეზე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მონიტორიგზე;

●   2020 წლის შემდგომ ახალი საჯარო მმართველობის რეფორმის  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ეფექტური იმპლემენტაციის  უზრუნველყოფა;

●    ხელი  შეუწყოს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, როგორც პოლიტიკურ ისე ადმინისტრაციულ დონეზე, მათ შორის შესაბამისი  სამოქმედო გეგმების კოორდინაციის, მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებით;

●    საჯარო ადმინისტრაციის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება ღია მმართველობის რეფორმის განხორციელების გზით;

●    სახელმწიფო სერვისების განვითარების მიწოდებისა და ხარისხის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რათა გააუმჯობესდეს მოქალაქეთა კმაყოფილება და ნდობა ხელისუფლების მიმართ;

●    საჯარო მმართველობის რეფორმის დადებითი გავლენის შესახებ კომუნიკაციების გაძლიერება ცნოებიერების ამაღლების მიზნით;

●    საჯარო სამსახურის საკანონმდებლო ბაზის დანერგვა უფრო პროფესინალური და დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად;

●    გაგრძელდეს კანონის უზენაესობისა და ანტიკორუფციული კრიტერიუმების განხორციელება და პროგრესი როგორც ვიზების შეჩერების მექანიზმის  ნაწილი

 

საშუალოვადიანი პრიორიტეტები:

 

●  გააგრძელოს კორუფციასთან ბრძოლა და უზრუნველყოს ისეთი საერთაშორისო ინსტრუმენტების ეფექტური განხორციელება, როგორებიცაა კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენცია, კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმი, ასევე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) და OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის.

●  გააგრძელოს სავარაუდო კორუფციის შემთხვევების ეფექტური გამოძიება და შექმნას ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის ეფექტური სისტემა.

●   ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულ, ქმედითუნარიან, ეფექტურ, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრაციის შექმნას. შექმნას დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური შერჩევის, დაწინაურებისა და გათავისუფლების სისტემასთან და საჭიროებებზე მორგებულ სპეციალიზებულ ტრენინგებთან დაკავშირებით.

●   გააუმჯობესოს საჯარო სერვისების ხარისხი, ეფექტურობა და ხელმისაწვდომობა საქართველოს რეგიონებში.

●     გააუმჯობესოს სახელმწიფო ფინანსების მართვა, პროგრამაზე დაფუძნებული ბიუჯეტირებისას გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები და გააძლიეროს საშუალოვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.

●  გააძლიეროს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ახალგაზრდებისა და აკადემიური წრეების ჩართულობა. შექმნას ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საზოგადოება ჩაერთოს  საჯარო მმართველობის რეფორმების გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულების მონიტორინგის პროცესში.

●  უზრუნველყოს სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი ფუნქციებით, ვალდებულებებით და რესურსებით ევროპულ სტანდარტების შესაბამისად.