ზულუს მეფე გუდვილ ზველიტნი გარდაიცვალა


სამხრეთ აფრიკაში ზულუს ხალხის მეფე გუდვილ ზველიტინი საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის დიაბეტზე მკურნალობდა.

ყოფილი მეფე 72 წლის იყო და სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს მეთაურობდა. მეფის პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ აფრიკასამ ურთულეს დროში ლოცვებისთვის და მხარდაჭერისთვისმადლობა გადაუხადა.

ვინ იყო გუდვილ ზველიტინი?

გუდვილ
ზველიტინი მეფედ 20 წლის ასაკში დასახელდა, მას შემდეგ, რაც მამამისი 1968 წელს გარდაიცვალა. თუმცა, სასიკვდილო მუქარების მიღების გამო,, მას დროებით მიმალვაში ყოფნა მოუწია და სამეფო ტახტის დაკავება 1971 წლამდე ვერ შეძლო.

მისი შეხედულებები ჰომოსექსუალებზე, მამაკაცთა წინდაცვეთაზე და ქალებთან მოპყრობის შესახებ დაპირისპირებას იწვევდა.

2016
წელსალ ჯაზირასთვისმიცემულ ინტერვიუში მეფე ზველიტინიმ განაცხადა, რომ ღმერთმა ის შიდსის შესახებ გააფრთხილა. ამ გაფრთხილების მიზეზით, მანლეწრწმის ცეკვისტრადიცია აღადგინა, რაც მისთვის ათასობით ახალგაზრდა ქალის ცეკვას გულისხმობდა.

ყოფილი მეფის თქმის, ამ გზით, მან ქალების შეკრება და დაავადების შესახებ მათი გაფრთხილება შეძლო.

რამდენად გავლენიანი იყო ყოფილი მეფე?

გუდვილ
ზველიტინი ზულუს ხალხის მეფე სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციის მიხედვით იყო, მაგრამ მისი როლი დიდწილად ცერემონიალური ხასიათის იყო.

ზულუს ხალხის რაოდენობა დაახლოებით 11 მილიონს შეადგენს, რაც სამხრეთ აფრიკის მთლიანი მოსახლეობის 18%-ია. ისინი ძირითადად კვაზულუ-ნატალის პროვინციაში ცხოვრობენ, თუმცა მათი სალაპარაკო ენა - ისიზული, მთელს სამხრეთ აფრიკაშია გავრცელებული.

 

წყარო: BBC.Com