ამერიკაში ქარიშხალს 44 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ამერიკაში ქარიშხალ "იდას" და წყალდიდობების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ლუიზიანას მოხუცთა თავშესაფარში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

სტიქია უტევს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებსაც. ჯამში სტიქიურ უბედურებას 44 ადამიანი ემსხვერპლა. ნიუ-იორკში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

ქვეყნის შტატებში დროებით 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რის გამოც, ათასობით ადამიანი რიგებში დგას გაზგასამართ და ბენზინგასამართ სადგურებთან.

ლუიზიანაში ქარის სიჩქარემ 276 კილომეტრ საათსაც მიაღწია, რამაც ხეების და ელექტროენერგიის ბოძების წაქცევაც გამოიწვია.