თურქეთში მიკროავტობუსის და მატარებლის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში მატარებლის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

ინციდენტი ერგენეში, თეკირდაგის პროვინციაში, შაბათს მოხდა.

თურქული მედიის ცნობით, მიკროავტობუსს ტექსტილის ქარხნის მუშები გადაჰყავდა, როდესაც მას მატარებელი დაეჯახა. მძღოლი რკინიგზის გადაკვეთას მატარებლის მოახლოებამდე ცდილობდა, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა. ყველა დაღუპული მიკროავტობუსის მგზავრი იყო. 

თურქეთის მექანიკურ ინჟინერთა პალატის ცნობით, ქვეყნის რკინიგზაზე მსგავსი ინციდენტების რაოდენობა მსოფლიოს საშუალოზე სამჯერ მეტია.