აგვისტოში ამერიკაში 235 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა

აგვისტოში ამერიკაში 235 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობა 5.2%-მდე დაეცა.

თვის დასაწყისში ეკონომისტებს სამუშაო ადგილების ბევრად დიდი ზრდის მოლოდინი ჰქონდათ. ისინი 750 000 ახალ სამუშაო ადგილს პროგნოზირებდნენ, მაგრამ კორონავირუსის დელტა შტამის გავრცელებამ და ეკონომიკის სრულად გახსნის შეფერხებამ ამას ხელი შეუშალა.

კორონავირუსმა ყველაზე მეტად ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს დაარტყა, რომელიც პანდემიამდე არსებულ სამუშაო ადგილების რაოდენობას ისევ ვერ დაუბრუნდა. 

აგვისტოში აშშ-ს თეთრკანიან მოსახლეობაში უმუშევრობა 4.8%-დან 4.5%-მდე შემცირდა, შავკანიანებში კი 8.2%-დან 8.8%-მდე გაიზარდა.