ახალ ზელანდიაში ექსტრემისტმა 6 ადამიანი დაჭრა

ახალი ზელანდიის პოლიციამ ექსტრემისტის ლიკვიდაცია შეძლო, რომელმაც ოკლენდის სუპერმარკეტში დანით მინიმუმ 6 ადამიანი დაჭრა. პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდენმა განაცხადა, რომ ინციდენტი "ტერორისტული თავდახსმაა". 

თავდამსხმელი შრი ლანკის მოქალაქეა, რომელიც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყო.  

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერორისტი ისლამურ სახელმწიფოს უჭერდა მხარს. პოლიციამ ის 60 წამში მოკლა.

"დანაშაული ინდივიდმა ჩაიდინა და არა რელიგიამ," - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა.

"ექიმები ყველაფერს აეკთებენ დაჭრილების სიცხოცხლის გადასარჩენად," - თქვა ოკლენდის მერმა ფილ გოფმა. 

თავდამსხმელი, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ახალ ზელანდიაში 2011 წელს ჩავიდა. მისით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები 2016 წელს დაინტერესდნენ და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.