ირლანდია 22 ოქტომბერს ყველა შეზღუდვას მოხსნის

ირლანდიის მთავრობა შეთანხმდა გეგმაზე, რომლის მიხედვითაც 22 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული ყველა რეგულაცია მოიხსნება. მთავრობის წევრების თქმით, შეზღუდვების მოხსნა ვაქცინაციის მაღალმა მაჩვენებლმა განაპირობა.

6 სექტემბრიდან ირლანდიის მოქალაქეები შეძლებენ რელიგიურ ცერემონიებზე შეკრებას. 

სპორტულ ღონისძიებებზე კი გულშემატკივრის 50% იქნება დაშვებული.

დახურულ სივრცეში ჩასატარებელ ღონისძიებებზე დარბაზების 60%-ით შევსება იქნება შესაძლებელი, ხოლო ღია სივრცეში - 75%-ით.

ირლანდიაში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჯანდცვისა და მომსახურების სექტორში.

მაღალი რისკის აქტივობებზე, მათ შორის, ღამის კლუბებზე კი შეზღუდვები 22 ოქტომბერს მთლიანად მოიხსნება.

ირლანდიის მოსახლეობის 69.2% სრულად არის აცრილი.