ამერიკელების უმრავლესობა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას და ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულებას მხარს უჭერს.
Pew Research Center-ის კვლევით, ამერიკელების 54% ამბობს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა სწორია, 42% კი ამ გადაწყვეტილებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
კვლევის მიხედვით, ამერიკელების 69% თვლის, რომ ამერიკამ ავღანეთში ძირითად მიზნებს მიაღწია.
გამოკითხულთა მხოლოდ 26% მიიჩნევს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კრიზისს კარგად გაუმკლავდა.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ამერიკელებiსადმი მიმართვისას განაცხადა: "ჩვენ აღარ გვქონდა მკაფიო მიზნები. 20 წლიანი ომის შემდეგ, მე უარი ვთქვი ამერიკის შვილების ახალი თაობის იმ ომში გაგზავნაში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო."
დემოკრატების 70% მხარს უჭერს ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გამოსვლას, რესპუბლიკელების 64% კი ამას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს.
23-29 აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში 10 348 ადამიანი მონაწილეობდა.