ამერიკა უკრაინას 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრამდე თეთრმა სახლმა დააანონსა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან 60 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს.

ჯო ბაიდენმა მოთხოვნა კონგრესს უკვე გაუგზავნა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი "კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საზღვრის დაცვისთვის და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის."

თეთრმა სახლმა შეშფოთება გამოთქვა სექტემბერში დაგეგმილ რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, რადგან რუსეთი ხშირად მსგავს ღონისძიებებს აგრესიის მზადების დასაფარად იყენებს.

დახმარების პაკეტი მოიცავს ჯაველინის ანტი-სატანკო სარაკეტო სისტემებს, სხვა ტიპის შეიარაღებას და პირველადი დახმარების საშუალებებს.

ჯოზეფ ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის წინა კვირაში უნდა შეხვედროდა, მაგრამ ავღანეთში განვითარებული მოვლენების გამო შეხვედრა გადაიდო.