
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი თვლის, რომ ავღანეთში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ვერცერთი მხარე ვერ მისცემს თავს უფლებას "თალიბანთან" პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონდეს.
"პირადად მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სხვა გზა არ არის, თალიბანთან მოლაპარაკების გარდა", - განაცხადა მან კატარში ვიზიტისას.
მისივე თქმით, აუცილებელია მოხდეს შესაძლო არასტაბილურობის პრევენცია, რაც "ტერორიზმის აღმასვლას" შეუწყობს ხელს და გავლენას მეზობელ ქვეყნებზეც მოახდენს.
"თალიბებთან" მოლაპარაკებებისას საუბარი არ იქნება "აღიარების ფორმალურ საკითხებზე", ჩვენ ვისაუბრებთ პრაქტიკული პრობლემების მოგვარებაზე - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მაგალთად, როგორიც არის ქაბულის აეროპორტის შეუფერხებლად მუშაობის საკითხი."
ამავდროულად, მაასმა აღნიშნა, რომ გერმანია "თალიბანს" მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, არ შეზღუდონ ავღანეთის დატოვების თავისუფლება და არ აქციონ ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად.