
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსით ივლისში 50 421 ადამიანი დაიღუპა. ეს ქვეყანაში დაფიქსირებული სარეკორდო მაჩვენებელია და ამავე დროს, ივნისის სიკვდილიანობაზე ორჯერ მეტია.
2021 წლის ივლისში პაციენტების სიკვდილიანობა 2020 წელზე 4.9-ჯერ მეტია.
თვიური გარდაცვალების წინა რეკორდი 2020 წლის დეკემბერს ეკუთვნის, როდესაც 45 331 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯამში, ივლისის თვეში, რუსეთში 215 265 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვალების 18.6%-ის მიზეზი კორონავირუსია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 365 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.