
ბერლინში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის მიერ აუცრელებისთვის დაანონსებული შეზღუდვები.
The Associated Press-ის ცნობით ქალაქში 9 სხვადასხვა დემონსტრაცია გაიმართა. ერთ-ერთ აქციის ორგანიზატორებს სასამართლოშიც უჩივლეს, თუმცა სასამართლომ მათ პროტესტის უფლება მისცა.
აქციების მონაწილეების უმრავლესობა ნიღბების გარეშე იყო შეკრებილი, მათი ნაწილი პოლიციამ დააკავა.
ბოლო რამდენიმე კვირაა გერმანიის მთავრობა განიხილავს აუცრელებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, რის შემდეგაც მათ აეკრძალებათ საჯარო ადგილებში შეკრება - მათ შორის რესტორნებში, კინოთეატრებში და სტადიონებზე მისვლა.
გერმანიის მოსახლეობის 61% სრულად აცრილია.