
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ევანგელისტების ლიდერებთან შეხვედრაზე 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სამი ალტერნატივა აქვს: "დამაპატიმრებენ, მომკლავენ ან გავიმარჯვებ." ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ YouTube-მა ბოლსონაროს ვიდეო წაშალა, სადაც ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციებს ავრცელებდა. ასევე პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა ბრაზილიაში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა და განაცხადა, რომ ამ სისტემით შეიძლება არჩევნები გაყალბდეს.
მისმა მთავარმა ოპონენტმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუიზ ინასიო ლულა და სილვამ თქვა, რომ პრეზიდენტი ცდილობს ქვეყანაში არსებული სიღარიბიდან და უმუშევრობიდან ყურადღება არჩევნებზე გადაიტანოს.
PoderData-ს კვლევით, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ლულას მხარს მოსახლეობის 52% დაუჭერდა, ბოლსონაროს - 32.