
კორონავირუსის დელტა ვარიანტით (ე.წ ინდური შტამი) დაავადებული ადამიანები ორჯერ უფრო ხშირად საჭიროებენ ჰოსპიტალიზებას, ვიდრე ალფა (ვუჰანის) ვარიანტით დაავადებულები. ამის შესახებ ბრიტანული აკადემიური ჟურნალის, "ლანცენტის" კვლევაშია საუბარი.
"კვლევა ადასტურებს ძველ მიგნებებს, რომ დელტა ვარიანტით დაავადებულები ბევრად უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოში. ასევე კვლევის მონაწილე ინფიცირებულების აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელი იყო. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვაქცინაცია დელტა ვარიანტისგან ბრწყინვალე დაცვას გვთავაზობს", - აცხადებს გავინ დაბრერა, კვლევის მთავარი ავტორი.
ინგლისში ჩატარებულ კვლევაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 338 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან მხოლოდ 1.8% იყო ორჯერ აცრილი.
კორონავირუსის დელტა ვარიანტი მთელ მსოფლიოში დომინირებს. ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევების 98% ინდური შტამია.