
დანიის ხელისუფლების განცხადებით, 10 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება.
დანიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვირუსი “საზოგადოებისთვის კრიტიკული საფრთხე აღარ არის.”
აღსანიშნავია, რომ დანიის მოსახლეობის 71% სრულად აცრილია.
“ეპიდემიას ვაკონტროლებთ და გვაქვს ვაქცინაციის რეკორდული რიცხვი”, - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ.
მინისტრის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყება, ხელისუფლება სწრაფადვე დააბრუნებს შეზღუდვებს.
10 სექტემბრიდან შეზღუდვები მოიხსნება ბიზნესისთვის, მუზეუმებისთვის, სპორტული არენებისთვის და ა.შ.