საბერძნეთი ავღანელი ლტოლვილების შესაჩერებლად კედელს აფართოებს

საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც სამეთვალყურეო სისტემებით არის აღჭურვილი. კედელმა ავღანეთიდან მომავალი ლტოლვილები უნდა შეაჩეროს, რომელთა ნაკადიც თალიბანის მიერ ქაბულის აღების შემდეგ ევროპისკენ დაიძრა.

ევროპაში 2015 წლის "მიგრანტების კრიზისის" მსგავსი ლტოლვილთა ტალღის მოლოდინია.

საბერძნეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდისის განცხადებით, ქვეყანამ მიიღო ზომები, რათა 6 წლის წინანდელი არ განმეორდეს. 

"ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ რა მოხდება. ჩვენი საზღვრები უსაფრთხო და გადაულახავი იქნება", - განაცხადა ხრისოხოიდისმა.

საბერძნეთის მთავრობამ წინა კვირაში განაცხადა, რომ არ დაუშვებს ევროპაში ლტოლვილების შესვლას და მათ უკან დააბრუნებს.

"ჩვენი ქვეყანა არალეგალი ავღანელი მიგრანტებისთვის ევროპაში კარიბჭე არ გახდება", - განაცხადა ქვეყნის მიგრაციის მინისტრმა ნოტის მიტარახიმ.

2015 წელს ევროკავშირში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა, მათი უმრავლესობა საბერძნეთის გავლით. 60 000 ლტოლვილი კი საბერძნეთში დარჩა.