ევროპის ხუთ სახელმწიფოსა და ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
YouGov-ის კვლევით, ექვსივე სახელმწიფოში გამოკითხულთა უმრავლესობა მერკელის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს.
მერკელი გერმანიის კანცლერი 2005 წელს გახდა. მისი პერსონალური რეიტინგი ესპანეთში +61%-ია, საფრანგეთში +49 და გერმანიაში +30.
იტალიაში მისი რეიტინგი +23%-ია, ამერიკაში +17 და გაერთიანებულ სამეფოში +15.
აღსანიშნავია, რომ სხვა ლიდერებს გერმანიის კანცლერზე ბევრად დაბალი რეიტინგი აქვთ.
მერკელის გარდა, ექვსივე ქვეყანაში პოზიტიური რეიტინგი მხოლოდ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს აქვს. ემანუელ მაკრონი კი პოზიტიურად მხოლოდ გერმანიაში და ესპანეთში შეაფასეს.
სხვა მსოფლიო ლიდერებს - სი ძინპინს, ვლადიმირ პუტინს, ნარენდრა მოდის და ბორის ჯონსონს ექვსივე ქვეყანაში ნეგატიური რეიტინგი აქვთ.