თალიბანის წარმომადგენლებმა Reuters-ს აცნობეს, რომ ქაბულის აეროპორტში აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან.
დაშავებულია თალიბანის რამდენიმე წევრი.
პირველი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე აფეთქებაც მოხდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ამერიკული მხარის ცნობით თვითმკვლელი ტერორისტი ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო. ტერორისტულ ორგანიზაციას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.