ისრაელის აშკენაზი ულტრა-ორთოდოქსების მთავარმა რაბინმა ხაიმ კანიევსკიმ რელიგიური სკოლების მასწავლებლებს აცრისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ამ სკოლების დირექტორებმა აუცრელ მასწავლებლებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერონ.
“მასწავლებელი, რომელიც არ იქნება აცრილი, სასწავლებლად ვერ მოვა”, - განაცხადა კანიევსკიმ.
მისი თქმით, ვაქცინები ერთ-ერთ მთავარი ებრაული ღირებულების, სიცოცხლის დაცვას უზრუნველყოფენ.
ისრაელის სკოლებში მხოლოდ “მწვანე პასპორტის” მქონე მასწავლებლები დაიშვებიან. მათ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 72 საათში გაკეთებული კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარმოადგინონ.
რაბინის განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისრაელის მოსახლეობის რელიგიურ ნაწილში აცრის მაჩვენებელი დაბალია და ვირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ულტრა-ორთოდოქსებით დასახლებულ ქალაქბშია.