მსოფლიო ბანკი ავღანეთს აღარ დაეხმარება

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. ამის მიზეზი ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქალთა უფლებების მოსალოდნელი დარღვევაა.

“ჩვენ შევწყვიტეთ ფინანსური ოპერაციები ავღანეთში და აქტიურად ვაკვირდებით სიტუაციას”, - თქვა ორგანიზაციის სპიკერმა BBC-სთან საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.

წინა კვირაში ამერიკამ ავღანეთის ცენტრალურ ბანკს 9.5 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა.